2022-11-08
8 ნოემბერს სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შემუშავებული „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ ბიზნეს სექტორისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
ახალი კანონპროექტი ემსახურება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ევროდირექტივებით დადგენილი რეგულაციების იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობაში. საგულისხმოა, რომ კანონპროექტით კარდინალურ რეფორმირებას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა. კერძოდ, ევროდირექტივების შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, იცვლება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი მიდგომა თუ ასპექტი, მათ შორის, ინერგება საჯარო შესყიდვის ახალი პროცედურები, ინსტრუმენტები და ინოვაციური მიდგომები.
საჯარო შესყიდვების შესახებ ახალი კანონპროექტის დანერგვისა და სრულფასოვანი განხორციელების შედეგად შექმნილი ახალი ეკოსისტემა ქართულ კომპანიებს მისცემს ევროპის შესყიდვების €2-ტრილიონიან ბაზარზე წვდომას.
შეხვედრებზე სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა გააკეთეს პრეზენტაციები, როგორც კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეებისა და ცვლილებების, ისე იმ არსებითი სარგებლის შესახებ, რომლებიც კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ არის მოსალოდნელი.
შეხვედრა, რომელსაც 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...